წლის ბორბალი

წლის ბორბალი – დღესასწაულების ყოველწლიური ციკლია, რომელსაც ვიკკას მიმდევრები და სხვა წარმართული რელიგიების წარმომადგენლები მიჰყვებიან.
ციკლი წარმოადგენს ქრისტიანობამდე არსებულ კელტურ და ევროპულ ტრადიციათა ნაზავს, რომელიც აღწერილია სხვადასხვა ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში. აქედან ძალიან ბევრი დღესასწაული ქრისტიანობამ გადაასხვაფერა.

შედგება რვა დღესასწაულისგან, რომელთა შორისაც მეტ-ნაკლებად თანაბარი ინტერვალია დაცული. დღესასწაულების სია ასეთია:

სამაინი – 31 ოქტომბრის ღამე – 1 ნოემბერი;
იული – ზამთრის დღესასწაული;
იმბოლკი – 1-2 თებერვალს;
ოსტარა – გაზაფხულის ბუნიაობა;
ბელტეინი – 30 აპრილის ღამე – 1 მაისი;
ლიტა – ზაფხულის დღესასწაული;
ლუგნასადი – 1-2 აგვისტო;
მაბონი – შემოდგომის ბუნიაობა.