გაიცანით სხვა სტატიებს – ტაროლოგია ქართულად
ტარო და მისი ისტორია
ტაროს წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტაროს სისტემა ევროპაში 1379 წელს გამოჩნდა, ამის შესახებ ჩანაწერები და მტკიცებულება იმდროინდელ იტალიურ ხელნაწერებშია შემონახული. ხოლო მათი წარმოშობის შესახებ მრავალი მითი და ფანტაზია არსებობს. ამ თემაზე დაწერილი წიგნების უმეტესობაში გვიყვებიან ტაროს ეგვიპტურ წარმომავლობაზე, თითქოს და იმდროინდელი ქურუმები მიხვდნენ, რომ მათი ცივილიზაცია აღსასრულს უახლოვდებოდა და დაგროვილი სიბრძნე მოაქციეს კარტებში, რათა მომავალში ადამიანებს დაშიფრული ინფორმაცია სწორედ მათი მეშვეობით გადაეცათ ერთმანეთისთვის.

მაგრამ, სინამდვილეში ეგვიპტეში ჩატარებული კვლევების შედეგად, სადაც იკვლევდნენ პირამიდებს, სხვა ისტორიულ ძეგლებს და ზოგადად კულტურას, ვერაფერი აღმოაჩინეს, რაც დაადასტურებდა, რომ ტარო ეგვიპტური წამოშობისაა. ევიპტურ სტილში შესრულებული დასტები კი თანამედროვე მხატვრების ფანტაზიის შედეგია (ისევე როგორც ფერიების, კატების, ტყეების, ანგელოზების და სხვა სტილის დასტები).
ეს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ტაროს ეგვიპტური წარმომავლობა აქვს, სათავეს მე-18 საუკუნიდან იღებს, როდესაც ამ ქვეყნის კულტურა და თემა ძალიან დიდი ინტერესის და აღფრთოვანების საგანი იყო. ტარო, ისევე როგორ ყველა სამკითხაო პრაქტიკა თავდაპირველად ადამიანთა ცნობიერში ასოცირდებოდა ბოშებთან, ხოლო ისინი თავის მხრივ ეგვიპტიდან მიგრირებული საზოგადოებად ითვლებოდნენ. ეს ორი ფაქტი აღიქვა ისე, რომ თითქოს ბოშებმა ტარო ეგვიპტიდან ჩამოიტანეს. დღევანდელ დღეს, საბედნიეროდ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ბოშები ინდოეთიდან წამოვიდნენ და არა ეგვიპტიდან. ასე, რომ ლამაზი ზღაპრები ატლანტიდის, პირამიდების და უძველესი ცივილიზაციების შესახებ შეგვიძლია მშვიდად დავივიწყოთ. სხვათა შორის ეს ფაქტები დაგეხმარებათ შემდეგში განსაზღვროთ ვინ იმყოფება თქვენს წინ: ინტერნეტის გურუ, რომელიც თავის ფანტაზიებშია ჩაძირული, თუ ადამიანი, რომელსაც სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაცია აქვს.
ცნობილი მწერალი და სუფიური ტრადიციების მასწავლებელი, 30-ზე მეტი წიგნის ავტორი, იდრის შაჰი, თავის ერთ-ერთ წიგნში “სუფიზმი” (1964 წ.), ტაროს შესახებ წერს:
“1379 წელს ვიტერბოში გავრცელებული იყო სათამაშო კარტები. სარკინოზების მიწაზე, საიდანაც ის წარმოიშვა უწოდებენ ნაიბს”. კარტის ესპანური სახელწოდება – naipes, იტალიურად – naibi, უტყუარია, რომ ორივე ამ არაბული სიტყვიდა წარმოისვა, რომელიც “ჩამანაცვლებელს” ნიშნავს.
უნდა ვახსენოთ, რომ მაშინ “სარკინოზთა მიწებში” შედიოდა ისლამური ქვეყნების ტერიტორიები, სადაც მოქმედებდა სუფიუირი სკოლები.
ტაროს პროტოტიპი, წერს შაჰი, იყო სასწავლო მატერიალი და მხოლოდ სუფიებისთვის გახლდათ ცნობილი მთავარი შიფრი, რაც კოზირებშია მოქცეული. ჩვენთვის ცნობილი კარტის დასტა – აგრძელებს შაჰი, – მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი, ეს კი სიმბოლოების დამახინჯების ბრალია. ეს შეცდომები უკავშირდება არაბული სიტყვების არასწორ თარგმანს, რომელიც ფორმალურად იქნა გადატანილი სხვა კულტურულ გარემოში. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნახატების ჩანაცვლება. მე არ შემიძლია უფრო გულრწფელი ვიყო ამ თემაზე. ამათგან ბევრს კიდევ იყენებენ სუფიები, თუმცა დასავლეთში უკვე დაავიწყდათ ტაროს სუფიურ ტექსტებთან კავშირი.
შაჰის მტკიცებით, ტარო სახისწარმოდგენილი სუფიური სასწავლო მატერიალი, იყოფა ოთხ ნაწილად, ტურუკ (გზა), ტარიკადან (გზები). ტაროს ყველაზე ძველი სახელწოდება იტალიურ ენაზე – Tarocci (ტაროჩი) – მიახლოებულია არაბულ ტურუკთან.
მოკლედ, ტარო – ინსტრუმენტი, რომელსაც სუფიურ ორდენებში სასწავლებლად იყენებდნენ. კარტების დახმარებით გადაეცემოდა საკრალური ცოდნა. ალბატ ბევრი იკითხავს რანაირად გმაოდის საკრალური და დაფარული ინფორმაცია, როცა დრეს ასეთი პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია ტაროს სისტემაო. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ინფორმაცია ძალიან კარგადაა დამალული და თუ მისი “გასაღები” არ გაქვს მხოლოდ მისი ნახატების დანახვა შეგიძლია: ქალი ზის ტახტზე, კაცი ეტლს მიაჭენებს, მოხუცი ზურგშექცევით დგას და ა.შ. სიმბოლიზმის რამდენიმე სისტემაში კარგად უნდა იყო გარკვეული, რომ შეძლო მათი ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო სურათის მიღება.
სად ვეძებოთ მისი გასაღები?
იქედან გამომდინარე,რ ომ კარტი, რომელიც თავდაპირველად მე-14 საუკუნეში გამოჩნდა, იყო არაბულ ენაზე, ბევრი დასახელება არასწორად ითარგმნა. ის უამრავი სიმბოლოც დამახინჯდა და არასწორად იქნა გადმოცემული.
ტარო ევროპაში
ტარომ ევროპაში გამოჩენის შემდეგ, სხვადასხვა გზით დაიწყო განვითარება. მაღალი არკანები გაინაწილეს მასონებმა, ოკულტისტებმა, ეზოთერიკოსებმა და მათი სულიერი მნიშვნელობების ამოხსნა დაიწყეს. დაბალმა არკანებმა კი უბრალო ხალხში მოიკიდეს ფეხი. მაგალითად ბოშები აქტიურად იყენებდნენ მკითხაობისთვის.
მაღალი არკანები – ეს იდეებია, ენერგეტიკული კანონები, განვითარების “მაღალი სართული”. დაბალი არკანები აღწერენ ყოველდღიურ ცხოვრებას, უბრალო საქმეებს.
ეთეილა

ევროპაში მაღალი და დაბალი არკანები პირველად მე-18 საუკუნეში შეერთდა.
ჟან-ბატისტ ალიეტე (1738 – 1791_ – ფრანგი ოკულტისტი, ტაროლოგი, მასონური ლოჟის “9 დათა” გამორჩეული წევრი, რომელსაც ეთეილას სახელითაც იცნობდნენ. ის გახლავთ პირველი ტაროლოგი, რომელიც მაღალი და დაბალი არკანების საშუალებით მკითხაობდა და მისი შემოსავლის ძირითადი წყაროც ეს საქმიანობა გახლდათ. ისტორიაშიც პირველი ტაროლოგის სახელითაა ცნობილი. მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ მაღალი და დაბალი არკანების მნიშვნელობები ყველასათვის გასაგებ ენაზე გადათარგმნა და გაავრცელა. ასევე სოწრედ მას მიაწერენ გაშლის დროს კარტების განლაგების გამოგონებას.
ასევე გირჩევთ: დასტები; ტაროს მაგია; ტაროს მედიტაცია; რჩევები
გაეცანით უფრო ვრცელ ინფორმაციას საიტზე – ტაროლოგია ქართულად




კომენტარი