
XVIII საუკუნის ბოლოს – XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ფრანგი ნათელმხილველი, მარია ანნა ადელაიდა ლენორმანი. მარია ლენორმანს უკავშირებენ განსაკუთრებულად საინტერესო სამკითხაო კარტის გამოგონებას, რომლითაც მაღალი ალბათობით შესაძლებელია მომავლის განსაზღვრა და არსებული მდგომარეობის ანალიზი.ლენორმანის “კლიენტებს” შორის იყვნენ ისეთი გავლენიანი ადამიანები, როგორც ნაპოლეონი და შვედეთის მომავალი მეფე, ბედრნადოტი.
მარია ანნა ადელაიდა ლენორმანი დაიბადა 1772 წლის 27 მაისს, პარიზთან ახლომდებარე ქალაქ ალენსონში. მამამისი იყო ქსოვილებით მოვაჭრე მდიდარი ბიზნესმენი ბიზნესმენი.დედამისი ორსულობის მეშვიდე თვეს დაეცა. შანსი იყო ამ შემთხვევას კატასტროფული შედეგი გამოეწვია, მაგრამ ნაყოფი გადარჩა. მარია თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, მას სერიოზული ფიზიკური ნაკლი აღმოაჩნდა. ერთი ფეხი უფრო მოკლე ჰქონდა ვიდრე მეორე, ხოლო მარცხენა მხარი მარჯვენაზე მაღლა. ბავშვობაში გოგონა ხშირად ავადმყოფობდა. მას სხეულისთვის სჭირდებოდა მინიმალური რაოდენობით საკვები, სულისთვის კი – ბევრი სიყვარული.
მარია ანნას სჯეროდა, რომ ღმერთი არსებობდა, მაგრამ მის არსებობას თავისებურად აღიქვამდა. ის თვლიდა, რომ ღმერთი მანამდე იარსებებს ადამიანისთვის, სანამ მასზე ფიქრობს, ხოლო როდესაც მასზე ფიქრს შეწყვეტს ის მაშინვე გაქრება. ის ბავშვობიდან გრძნობდა, რომ მისი სული ეკუთვნოდა გაუგებარ და ბევრისთვის შეუცნობელ არსებას. ეს არსება მას აძლევდა საშუალებას სამყარო ყველასგან განსხვავებულა დაენახა და შეეგრძნო ის, რასაც სხვები ვერ შეიგრძნობდნენ. მას ხშირად ეძლეოდა ნიშნები, ხედავდა გამოსახულებებს, ნათებას, ესმოდა ჩურჩულის მსგავსი ხმები. თავიდან ძალიან უჭირდა ამ ხმების და გამოსახულებების ერთმანეთთან დაკავშირება და ვერც კი ხვდებოდა რსი იყო საქმე. წლებთან ერთად გამოცდილებაც მოემატა და მიხვდა, რომ ეს ხმები მისი გარშემომყოფების აზრები იყო, ხოლო ნახატის მსგავსი გამოსახულებები მათი მომავალი.თავისი ფიზიკური დეფექტის და უცნაური ხილვების გამო თანატოლებმა უარყვეს, გაურბოდნენ. მარია მარტოობაში გაიზარდა, არასოდეს უნახავთ თანატოლებთან ერთად საბავშვო თამაშებით გართული. მას სხვა ბავშვების მსგავსად სიბნელის არ ეშინოდა და როდესაც მშობლები შეუფერებელი საქციელის გამო დასჯის მიზნით ბნელ ოთახში კეტავდნენ, თავისუფლად იკვალავდა გზას.
მშობლებმა ფიზიკური დეფექტის და უცნაური თვისებების გამო, რაც მათ აშინებდათ, ბავში მონასტრის პრიუტს მიაბარეს.მარიამ მონასტრის ბიბლიოთკაში არსებული ყველა წიგნი წაიკითხა და დაეუფლა ნუმეროლოგიას, მაგიას, ეზოთერიკას და სხვა საიდუმლო ცოდნას. თექვსმეტი წლის ასაკში დატოვა ონასტერი და სამუშაოს პოვნის მიზნით გაეშურა პარიზში. ერთი ვერსიით, მარიას კარტი ბოშამ აჩუქა და მანვე ასწავლა მისი გამოყენება. სხვა ვერსიით – კარტი შემთხვევით აღმოაჩინა თავის სახლში. მან შეამჩნია, რომ კარტი მოძრაობდა, შეხებისას კი ზოგი ცივი იყო, ზოგი პირიქით – თბილი, გასლის დროს კი კარტზე ადამიანების სახეები და სხვადასხვა სცენები ისახებოდა.მარიამ თანდათან ისწავლა მათთან მუშაობა, კარტის მოწოდებული ინფრომაციის სწორად გაშიფრვა და ფიგურებსაც ნელ-ნელა უფრო მკაფიოდ ხედავდა. კარტების გარდა მკითხაობდა ბროლის ბურთზე, ყვავილებზე, ხელზე, თავის ფორმაზე, წყალში გახსნილ სისხლის წვეთზე, იყენებდა ნომეროლოგიასაც.თვრამეტი წლის ასაკში მან და თავისმა მეგობარმა გახსნეს სალონი, სადაც სამკითხაოდ ნებისმიერ მსურველს ეპატიჟებოდა. ის ასევე სწავლობდა ბოტანიკას და მცენარეების სამკურნალო თვისებებს.

ლეგენდების თანახმად, ლენორმანმა შემდეგი ისტორიული ფაქტები იწინასწარმეტყველა:
“თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ რამდენიმე წლის სიცოცხლე დაგრჩათ. გელოდებათ გილიოტინა”. რამდენიმე წელიწადში მარია-ანტუანეტას, გილიოტინას ბასრი დანით მოჰკვეთეს თავი.
1793 წელს ლენორმანის სალონს ესტუმრნენ მარატი, რობესპიერი და სენ-ჟიუსტი. ლენორმანმა სამივეს ძალადობრივი სიკვდილი უწინასწარმეტყველა. “თქვენ იქნებით პირველი”, – უთხრა მარატს. რობესპიერი და სენ-ჟიუსტი მოკვდებიან თავის მოკვეთით. რამდენიმე თვეში მარატი, შარლოტა კორდემ მოკლა, ხოლო ერთი წლის შემდეგ რებესპიერი და სენ-ჟიურსტი გასამართლდნენ სახელმწიფო ღალატის გამო.
იწინასწარმეტყველა, რომ ფრანგული ჯარი რუსეთთან დამარცხდებოდა, ნაბოლეონ ბონაპარტი კი მარტოობაში, სამარცხვინო და მტანჯველი სიკვდილით მოკვდებოდა.
ალექსანდრე I-ს უწინასწარმეტყველა, რომ თუ ის ტახტს დატოვებდა, ელოდა დიდხანს სიცოცხლე. თუ დარჩებოდა – სწრაფი და საშინელი სიკვდილი. ალექსანდრე I-მა ლენომანს მადლობა გადაუხადა და აჩუქა ბრილიანტის ძვირფასი ბეჭედი. შვიდი წლის შემდეგ, 1825 წელს მინინგიტისგან გარდაიცვალა. თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომ დამარხეს იმპერატორის ორეული, ხოლო ნამდვილმა ალექსანდრემ დაიჯერა მარიას წინასწარმეტყველება და თავის გადასარჩენად გადაიხვეწა ციმბირში.
ალექსანდრე I-ის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში მივიდნენ პაველ პესტელი და სერგეი მურავიოვ-აპოსტოლი. “თქვენ გელით ჩამოხრჩობა”, – თქვა მან. “მაგრამ რუსეთში ჩამოხრჩობა აკრძალულია”, – უარყო მურავიოვ-აპოსტოლმა. “მაშინ თქვენთვის გამონაკლისს დაუშვებენ”, – უპასუხა მარიამ. დეკაბრისტების აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხუთ ლიდერს ჩამოხრჩობა მიუსახეს. მათ შორის ისინიც იყვნენ.
1829 წელს კომპოზიტორმა ჯოაკინო რისინმა ლენორმანს მიმართა თხოვნით ეთქვა როდის ეწვეოდა ნამდვილი ტრიუმფი. მარიამ შეატყობინა, რომ ის აღარ შექმნიდა ოპერა, ხოლო პარიზში ტრიუმფის ნაცვლად სიკვდილს იპოვნიდა. შემდეგში როსინიმ პრაქტიკულად დაასრულა კომპოზიტორული საქმიანობა. 1868 წელს ის გარდაიცვალა და საშინელი მტანჯველი სიკვდილით.




კომენტარი