ბელტეინი (ბელტაინი, ბელტანე ან ბიალტეინი) – ზაფხულის დასაწყისის დღესასწაულია, ტრადიციულად აღინიშნება 1 მაისს. ასევე მაისის სახელწოდება ირლანდიურ, შოტლანდიურ და სხვა გელურ ენებზე.
ბელტეინს ვიკკანები და პაგანები აღნიშნავენ.
ძველირლანდიურ ენაზე “tene” – “ცეცხლი”, “bel-“, შესაძლოა ნიშნავდეს “მნათობს” და უკავშირდება კელტურ ღმერთებს ბელენას (ბელა) და ბელისამს, და ამრიგად დღესასწაულის სახელი შეიძლება ითარგმნის როგორც “მნათობი ცეცხლი” ან “ბელას ცეცხლი”. სხვადასხვა ენებზე განსხვავებულად წარმოთქვამენ მის დასახელებას.

ბელტეინის დღესასწაული წარმოიშვა ირლანდიასა და შოტლანდიაში. აღინიშნებოდა ადრეული შუასაუკუნეებიდან ირლანდიაში, შოტლანდიაში, იშვიათად უესსა და ინგლისში. უელსში და სხვა კელტებით დასახლებულ ქვეყნებში ეს დღესასწაული არსებობდა და აღნიშნავდნენ, მაგრამ სიტყვა Bealtaine-ით იცნობდნენ და უწოდებდნენ გალან-მაის.
ძველ ირლანდიაში მთავარი დღესასწაული იმართებოდა ქალაქის ცენტრში უსნეხის გორაკზე.
ამ დღესასწაულს განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ის ეძღვნებოდა მზისა და ნაყოფიერების ღმერთ ბელენსს, რომლისთვისაც დრუიდებს სიმბოლური ძღვენი მიჰქონდათ. არსებობდა რწმენა, რომ ამ დღეს ღმერთი ბელენი დედამიწაზე დაეშვებოდა და მისი დანახვა შეეძლოთ. ირლანდიის დაპყრობების წიგნის თანახმად ამ დღეს გარდაიცვალა პარტოლონი, მითიური გმირი, რომელიც მართავდა ირლანდიას. ასევე თვლიდნენ, რომ ქალღმერთ დუნის ტომები ირლანდიაში სწორედ ამ დღესასწაუის დროს ჩავიდნენ.
ქრისტიანულ დროში დღესასწაულის ჩანაცვლება წმინდა ჯვრის დღესასწაულით (რუდმასი) მოხდა, რომელიც ყველაზე ახლოსაა აღდგომასთან და წმინდა ვალპურგის დღით.
დღესასწაულს განსაკუთრებული სამზადისით ხვდებოდნენ. ამაღლებულ ადგილებში ანთებდნენ კოცონს. დღესასწაულის მონაწილეები ახტებოდნენ კოცონს, რათა მოეშორებინათ ბოროტი ენერგიები. ასევე კოცონთან მიჰყავდათ მსხვილფეხა ცხოველი, რათა განეწმინდათ ზამთრის დაავადებებისგან და მოემზადებინათ, დაეცვათ ახალი სეზონისთვის. ატარებდნენ ავი სულებისგან დამცავ რიტულებს. ბევრი ტრადიცია დაიკარგა, მაგრამ დღესასწაულს ჩვენ დროშიც აღნიშნავენ. ნეო-წარმართული მოძრაობებმა, როგორიცაა ვიკკა და სხვა ეგრეთ წოდებული “ახალი ტალღის” ოკულტური ორგზანიზაციები, განვითარების შემდეგ ის სართაშორისო დღესასწაულად აქციეს.
ბელტეინის დღესასწაულზე ქორწინდებოდნენ. ორსულები იღებდნენ დალოცვას. წყვილები ღამით ტყეში მიდიოდნენ, სადაც სექსი უნდა ჰქონოდათ, უკან დაბრუნებულებს კი კუნელი მოჰქონდათ, რითიც სახლს რთავდნენ, მხოლოდ ბელტეინის დღესასწაულზე შეიძლებოდა ამ მცენარის სახლში მოტანა – დანარჩენ დღეებში თვლიდნენ, რომ უბედურების მომტანი იყო. ყვავილებისგან ამზადებდნენ გვირგვინებს.
ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი




კომენტარი