იმბოლკის დღესასწაულზე აცილებენ ზამთარს და ეგებებიან გაზაფხულს. გაწმენდა, კონკრეტული პერიოდის დასრულება და განახლება – იმბოლკის მთავარი თემა სწორედ ეს არის. იმბოლკი სხვადასხვა სახელით გვხვდება: Oimelc [EE-mulk], Brigantia, Brigid. კელტებისთვის “სანთლების დღესასწაული”. დრუიდები მას იმბოლკის შაბაშს უწოდებდნენ.


დღესასწაულს აღნიშნავდნენ თებერვლის დასაწყისში, გაზაფხულის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე. იმბოლკის პერიოდში დღე იმატებს და ბუნება ნელ-ნელა მზიან ამინდებს გვაჩვევს. თავდაპირველად იმბოლკის დღესასწაულს ქალღმერთ ბრიგიტს უკავშირებდნენ და მის სადიდებლად სპეციალურ რიტუალებს ატარებდნენ. ამ პერიოდში ახალგაზრდა ქალღმერთი ბრიგიდი წყვდიადიდან გზას იკვლევდა (ამისთვის სიბოლურად სანთლებსა და ჩირაღდნებს ანთებდნენ) და ანაცვლებდა მოხუც ქალღმერთს. ბრიგიდს მოაქვს სინათლე, სითბო და ახალი ენერგია, რომელიც ზამთარ გამოვლილ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ.


კათოლიკე ქრისტიანები ამ დღეს აღნიშნავენ ქალწული მარიამის განწმენდას და ანთებენ სანთლებს, რაც სიწმინდის სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე ქრისტიანებმა ქალღმერთი ბრიგიტი, წმინდა ბრიგიტად “გადააკეთეს”.
დრუიდები ამ დღეს Oimelc-ის სახელით აღნიშნავდნენ, რაც თხის რძეს ნიშნავს. ამ დღეს თხები მშობიარობდნენ, მათთვის კი ეს წმინდა პროცესი იყო.
როგორც წესი ამ დღეს სახლის ყველა ოთახში სანთელს ანთებდნენ, ქუჩაში კი ჩირაღდნებს. გარშემო ყველაფერი განათებული უნდა ყოფილიყო. თოვლზე მზის გამოსახულებას ხატავდნენ.

ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი

კომენტარი