იული – შუა ზამთრის დღესასწაული ძველ გერმანელებში. ნეოპაგანების და ვიკკანებისთვის ზამთრიას ნაბუნიობა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელიც წლის ბორბალში (თუ გაინტერესებს რა არის წლის ბორბალი იხილეთ წინა პოსტი) შედის. მკვლევარები მას ღმერთ ოდინის ველურ ნადირობასთან და ძველ ინგლისურ მოდრანიტის დღესასწაულთან აკავშირებენ.
ქრისტიანობაში მას შობის სახელით ვხვდებით.

იული – შუა ზამთრის დღესასწაულია. წლის ყველაზე გრძელი ღამის საპატივცემულოდ იმართებოდა დიდი ზეიმი, რადგან შუა საუკუნეების გერმანელების რწმენით მუხის მეფის, მზის მეფის აღორძინებას ელოდნენ, რომელიც ათბობდა ზამთრისგან გაყიდულ მიწას და აღვივებდა ფესვების სიცოცხლეს. ანთებდნენ კოცონს, ხეებსა და მარცვლეულს ცხარე სიდრის სმით ადიდებდნენ.

ბავშვები დადიოდნენ სახლიდან სახლში და საჩუქრად მიჰქონდათ ვაშლი და მიხაკი, რომელიც მარადმწვანე მცენარეებითა და ღეროებით მოწნულ კალათებში ჰქონდათ ჩაწყობილი. ვაშლები წარმოადგენდნენ მზეს, ტოტები კი სიმბოლურად უკვდავებას, ხორბლის ღეროები მოსავალს და ბარაქას. ბაძგით, ფითრითა და სუროთი რთავდნენ ეზოებსა და სახლებს, რათა დღესასწაულზე მოეწვიათ კეთილი სულები. ბიძგის ტოტებს მთელი წლის მანძილზე ინახავდნენ კარებთან, ამ ფორმით მხიარულება და იღბალი არასოდეს დატოვებდა სახლს.
მღეროდნენ, ადიდებდნენ ხეებს, ლამაზად რთავდნენ ხეებს, ცვლიდნენ საჩუქრებს, შეყვარებულები ფითრის ქვეშ კოცნიდნენ ერთმანეთს.

ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი

კომენტარი