
არტურ ვეიტის ტაროს დასტა უკვე ას წელზე მეტია, რაც არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი დიზაინი დიდწილად განსხვავდება სხვა, იქამდე არსებული დასტებისგან, მან შეძლო ძალიან სწრაფად მოეპოვებინა პოპულარობა და გავრცელდა მთელ ევროპაში.
რაიდერის დასტა დღემდე მოთხოვნადია. განსაკუთრებით კი ახალბედა ტაროლოგებისთვის, რადგან მისი ნახატები ადვილად აღსაქმელი და მარტივია.
ვეიტმა მთელი თავისი ცხოვრება მისტიკის, ოკულტისტურური მეცნიერებების და უძველესი მაგიური ცოდნის შესწავლას დაუთმო. ის იყო ორდენ „ოქროს განთიადის“ წევრი და ამ ორდენში უდიდეს წარმატებას მიაღწია, თავისი ცოდნისა და გამბედაობის წყალობით.
ტაროს დასტის შექმნის იდეაც სოწრედ ამ ორდენში ყოფნის დროს დაებადა. მას სურდა შეექმნა ისეთი დასტა, რომელიც თავისი ვიზუალებით მოერგებოდა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას. თუმცა თავდაპირველად მისი მიზანი სულაც არ ყოფილა ამ დასტის ფართო საზოგადოებაში გატანა. მას სურდა, ორდენის შიგნით, სხვა წევრებს გამოეყენებინათ ის.
აღსანიშნავია, რომ თავად ვეიტს არ ჰქონდა ფერწერის ნიჭი, ამიტომაც არკანების დახატვა შესთავაზა ამერიკელ მხატვარს, პამელა კოლმან-სმიტს, რომელიც ასევე გახლდათ ორდენ „ოქროს განთიადის“ წევრი. ვეიტმა მოიფიქრა თითოეული დეტალი, რომელიც კარტზე უნდა ყოფილიყო დატანილი, ხოლო პამელამ მათ სიცოცხლე შესძინა. მხატვრის სახელი არ მოხვდა დასტის ტრადიციულ დასახელებაში. თანაავტორობის სტატუსი მიიღო უილიამ რაიდერმა, რომელმაც გამოსცა ეს დასტა.
რაიდერ ვეიტის ტარო განსაკუთრებული იმით არის, რომ თითოეული ნახატი მოგაგონებთ საბავშვო ზღაპრის წიგნის ილუსტრაციებს. მათში შეგიძლიათ ბევრი რამ დაინახოთ. არკანის გაგებისთვის არ არის საჭირო იყოთ პროფესიონალი ტაროლოგი ან ოკულტისტი, უბრალოდ ყურადრებით უნდა დააკვირდეთ გამოსახულებას.
„კარტი, რომელიც გესაუბრება“ – ზოგჯერ ასეც ახასიათებენ რაიდერის დასტას.
ვეიტის დასტაში განსაკუთრებული კიდევ ის არის, რომ მან ორ მაღალ არკანას – „ძალას“ და „სამართლიანობას“ ადგილები შეუცვალა. ამის მიზეზი დღემდე უცნობია და მრავალი თეორია ტრიალების მის გარშემო.




კომენტარი