ლიტა – ზაფხულის ნაბუნიობის დღესასწაულია. ზაფხულის პიკი, ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა. ანთებდნენ კოცონს, მის გარშემო ცეკვავდნენ. მთელ დღეს გარეთ ატარებდნენ, მზის ღმერთს პატივს მიაგებდნენ და წყალობას თხოვდნენ.
ზოგიერთ ტრადიციაში ლიტა გამოხატავდა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლას. ამ ბრძოლაში მუხების მეფე და ბაძგის მეფე ერთმანეთს უპირისპირდებიან. ისინი ყოველ ნაბუნიობაზე ებრძოლებიან ერთმანეთს და ამ ბრძოლის შემდეგ იცვლება ბალანსი – მატულობს დღე ან ღამე. მუხის მეფეს მოაქვს სინათლე, დღის შუქი, დედამიწას ზამთრის ნაბუნიობიდან (იული) – ზაფხულის ნაბუნიობამდე (ლიტა) მართავს. ლიტაზე გამართულ ბრძოლაში ბაძგის მეფე იმარჯვებს და დღის შუქი ნელ-ნელა კლებულობს, იმატებს ღამე.

თანამედროვე წარმართებისთვის ლიტა – შინაგან ძალასთან და სინათლესთან ასოცირდება. როგორც წესი ამ დღესასწაულს სიმშვიდეში ატარებენ და აანალიზებენ თავიანთ სულიერ პროცესებს, ერკვევიან ნათელ და ბნელ მხარეებში.
ზოგიერთ ქოვენში ლიტას ტრადიციულად აღნიშნავენ, ანთებენ კოცონს და ამ ფორმით იღბალსა და ბედნიერებას იზიდავენ. თვლიან, რომ ლიტას დღესასწაულზე სასიყვარულო რიტუალებს განსაკუთრებული შედეგი მოაქვს, ამიტომაც ატარებენ სპეციალურ რიტუალებს.
ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი



კომენტარი