ლუგნასადი, ლუნასა, ლამასი

კელტურ მითოლოგიაში ღმერთ ლუგს დიდი ძალა და სტატუსი გააჩნდა. მან თავისი გარდაცვლილი დედობილის, ტუატას საპატვცემულოდ დღესასწაული დააარსა, აწყობდა თამაშებს, შეჯიბრებს და ცეკვებს, რითაც მისი დედობილის სულს ახალისებდა. ტუატა გარდაიცვალა პირველ აგვისტოს, მოსავლის აღებისა და ფერმის გასუფთავების შემდეგ.ლუგნასადს ან ლუნასას საზეიმოდ აღნიშავდნენ, აწყობდნენ გამოფენებს, თამაშებს, ანთებდნე კოცონს და მის გარშემო ცრიულად ცეკვავდნენ.
დღესასწაული უკავშირდება მოსავლის აღებას, თვლიდნენ, რომ ტუატა ყველა მიწადმოქმედის ოჯახს მფარველობდა და ლოცავდა მათ მოსავალს. მის გასახსენებლად კი ზეიმს მართავდნენ, აცხობდნენ პურს, ფუნთუშებს, ნამცხვრებს, ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თავიანთი ნახელავით უმასპინძლდებოდნენ.
სჯეროდათ, რომ ამ დღეს ლუგის და მზის ენერგია კლებას იწყებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წელიწადის ცივი სეზონისთვის უნდა დაეწყოთ მომზადება.
ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი




კომენტარი