მაბონი – შემოდგომის დღესასწაულია, რომელიც მითოლოგიური გმირის სახელს ატარებს. ის – სინათლის შვილია, ქალღმერთ მოდრონის ვაჟი. მაბონი ახალგაზრდა ღმერთია, რომელიც მფარველობს ტყის ბინადრებს, ხალხისთვის კი თავისუფლება მოაქვს. ძალიან ცოტა მტკიცებულებაა იმისა, რომ მაბონს კელტურ ქვეყნებში აღნიშნავდნენ, ისტორიული მასალები თითქმის არ არსებობს, ტერმინი მაბონი არც ისე დიდი ხნის წინ, 1970-ან წლებში გაცნდა. ეს დღესასწაული წარმართობის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის ბუნიაობას უძველესი დროიდან აღნიშნავდნენ.

როგორც აღინიშნა, დღესასწაული შემოდგომის ბუნიაობას უკავშირდება, ის ოსტარას ანალოგია. დღე და ღამე თანაბრდება და იმყოფება იდეალურ ბალანსში -ნათელსა და ბნელთან, ქალურ და მამაკაცურ საწყისთან, შინაგან და გარეგან სამყაროსთან. მაგრამ ეს დღე ასევე გარდამტეხიც არის, შემოდგომის ბუნიაობის შემდეგ დღის სინათლე იკლებს, სიმბოლურად სიბნელე იმარჯვებს სინათლეზე.
ამ დღის სემდეგ მზე ძალას კარგავს და ამ მომენტიდან ღამე უფრო გრძელი ხდება, იძინებს ბუნება. სამყარო იმ სიბნელეს უბრუნდება, საიდანაც წარმოიშვა.

მაბონის დღესასწაულს ვიკკანები და სხვა წარმართული რელიგიების წარმომადგენლები საზეიმოდ აღნიშნავენ. განცალკევებულად ან საყვარელ ადამიანებთან ერთად სეირნობენ ბუნებაში, აგროვებენ მცენარეებს, ამზადებენ სადილს, ტკბებიან აღებული მოსავლით, ატარებენ სხვადასხვა რიტუალებს და ზამთრისთვის გეგმებს ადგენენ.

ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი

კომენტარი