ტაროს წარმოშობა

გაეცანით სხვა სტატიებს – ტაროლოგია ქართულად

ტარო და მისი ისტორია

ტაროს წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტაროს სისტემა ევროპაში 1379 წელს გამოჩნდა, ამის შესახებ ჩანაწერები და მტკიცებულება იმდროინდელ იტალიურ ხელნაწერებშია შემონახული. ხოლო მათი წარმოშობის შესახებ მრავალი მითი და ფანტაზია არსებობს. ამ თემაზე დაწერილი წიგნების უმეტესობაში გვიყვებიან ტაროს ეგვიპტურ წარმომავლობაზე, თითქოს და იმდროინდელი ქურუმები მიხვდნენ, რომ მათი ცივილიზაცია აღსასრულს უახლოვდებოდა და დაგროვილი სიბრძნე მოაქციეს კარტებში, რათა მომავალში ადამიანებს დაშიფრული ინფორმაცია სწორედ მათი მეშვეობით გადაეცათ ერთმანეთისთვის.


მაგრამ, სინამდვილეში ეგვიპტეში ჩატარებული კვლევების შედეგად, სადაც იკვლევდნენ პირამიდებს, სხვა ისტორიულ ძეგლებს და ზოგადად კულტურას, ვერაფერი აღმოაჩინეს, რაც დაადასტურებდა, რომ ტარო ეგვიპტური წამოშობისაა. ევიპტურ სტილში შესრულებული დასტები კი თანამედროვე მხატვრების ფანტაზიის შედეგია (ისევე როგორც ფერიების, კატების, ტყეების, ანგელოზების და სხვა სტილის დასტები).
ეს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ტაროს ეგვიპტური წარმომავლობა აქვს, სათავეს მე-18 საუკუნიდან იღებს, როდესაც ამ ქვეყნის კულტურა და თემა ძალიან დიდი ინტერესის და აღფრთოვანების საგანი იყო. ტარო, ისევე როგორ ყველა სამკითხაო პრაქტიკა თავდაპირველად ადამიანთა ცნობიერში ასოცირდებოდა ბოშებთან, ხოლო ისინი თავის მხრივ ეგვიპტიდან მიგრირებული საზოგადოებად ითვლებოდნენ. ეს ორი ფაქტი აღიქვა ისე, რომ თითქოს ბოშებმა ტარო ეგვიპტიდან ჩამოიტანეს. დღევანდელ დღეს, საბედნიეროდ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ბოშები ინდოეთიდან წამოვიდნენ და არა ეგვიპტიდან. ასე, რომ ლამაზი ზღაპრები ატლანტიდის, პირამიდების და უძველესი ცივილიზაციების შესახებ შეგვიძლია მშვიდად დავივიწყოთ. სხვათა შორის ეს ფაქტები დაგეხმარებათ შემდეგში განსაზღვროთ ვინ იმყოფება თქვენს წინ: ინტერნეტის გურუ, რომელიც თავის ფანტაზიებშია ჩაძირული, თუ ადამიანი, რომელსაც სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაცია აქვს.
ცნობილი მწერალი და სუფიური ტრადიციების მასწავლებელი, 30-ზე მეტი წიგნის ავტორი, იდრის შაჰი, თავის ერთ-ერთ წიგნში “სუფიზმი” (1964 წ.), ტაროს შესახებ წერს:

“1379 წელს ვიტერბოში გავრცელებული იყო სათამაშო კარტები. სარკინოზების მიწაზე, საიდანაც ის წარმოიშვა უწოდებენ ნაიბს”. კარტის ესპანური სახელწოდება – naipes, იტალიურად – naibi, უტყუარია, რომ ორივე ამ არაბული სიტყვიდა წარმოისვა, რომელიც “ჩამანაცვლებელს” ნიშნავს.


უნდა ვახსენოთ, რომ მაშინ “სარკინოზთა მიწებში” შედიოდა ისლამური ქვეყნების ტერიტორიები, სადაც მოქმედებდა სუფიუირი სკოლები.
ტაროს პროტოტიპი, წერს შაჰი, იყო სასწავლო მატერიალი და მხოლოდ სუფიებისთვის გახლდათ ცნობილი მთავარი შიფრი, რაც კოზირებშია მოქცეული. ჩვენთვის ცნობილი კარტის დასტა – აგრძელებს შაჰი, – მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი, ეს კი სიმბოლოების დამახინჯების ბრალია. ეს შეცდომები უკავშირდება არაბული სიტყვების არასწორ თარგმანს, რომელიც ფორმალურად იქნა გადატანილი სხვა კულტურულ გარემოში. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნახატების ჩანაცვლება. მე არ შემიძლია უფრო გულრწფელი ვიყო ამ თემაზე. ამათგან ბევრს კიდევ იყენებენ სუფიები, თუმცა დასავლეთში უკვე დაავიწყდათ ტაროს სუფიურ ტექსტებთან კავშირი.
შაჰის მტკიცებით, ტარო სახისწარმოდგენილი სუფიური სასწავლო მატერიალი, იყოფა ოთხ ნაწილად, ტურუკ (გზა), ტარიკადან (გზები). ტაროს ყველაზე ძველი სახელწოდება იტალიურ ენაზე – Tarocci (ტაროჩი) – მიახლოებულია არაბულ ტურუკთან.


მოკლედ, ტარო – ინსტრუმენტი, რომელსაც სუფიურ ორდენებში სასწავლებლად იყენებდნენ. კარტების დახმარებით გადაეცემოდა საკრალური ცოდნა. ალბატ ბევრი იკითხავს რანაირად გმაოდის საკრალური და დაფარული ინფორმაცია, როცა დრეს ასეთი პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია ტაროს სისტემაო. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ინფორმაცია ძალიან კარგადაა დამალული და თუ მისი “გასაღები” არ გაქვს მხოლოდ მისი ნახატების დანახვა შეგიძლია: ქალი ზის ტახტზე, კაცი ეტლს მიაჭენებს, მოხუცი ზურგშექცევით დგას და ა.შ. სიმბოლიზმის რამდენიმე სისტემაში კარგად უნდა იყო გარკვეული, რომ შეძლო მათი ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო სურათის მიღება.


სად ვეძებოთ მისი გასაღები?


იქედან გამომდინარე,რ ომ კარტი, რომელიც თავდაპირველად მე-14 საუკუნეში გამოჩნდა, იყო არაბულ ენაზე, ბევრი დასახელება არასწორად ითარგმნა. ის უამრავი სიმბოლოც დამახინჯდა და არასწორად იქნა გადმოცემული.


ტარო ევროპაში


ტარომ ევროპაში გამოჩენის შემდეგ, სხვადასხვა გზით დაიწყო განვითარება. მაღალი არკანები გაინაწილეს მასონებმა, ოკულტისტებმა, ეზოთერიკოსებმა და მათი სულიერი მნიშვნელობების ამოხსნა დაიწყეს. დაბალმა არკანებმა კი უბრალო ხალხში მოიკიდეს ფეხი. მაგალითად ბოშები აქტიურად იყენებდნენ მკითხაობისთვის.
მაღალი არკანები – ეს იდეებია, ენერგეტიკული კანონები, განვითარების “მაღალი სართული”. დაბალი არკანები აღწერენ ყოველდღიურ ცხოვრებას, უბრალო საქმეებს.


ეთეილა


ევროპაში მაღალი და დაბალი არკანები პირველად მე-18 საუკუნეში შეერთდა.
ჟან-ბატისტ ალიეტე (1738 – 1791_ – ფრანგი ოკულტისტი, ტაროლოგი, მასონური ლოჟის “9 დათა” გამორჩეული წევრი, რომელსაც ეთეილას სახელითაც იცნობდნენ. ის გახლავთ პირველი ტაროლოგი, რომელიც მაღალი და დაბალი არკანების საშუალებით მკითხაობდა და მისი შემოსავლის ძირითადი წყაროც ეს საქმიანობა გახლდათ. ისტორიაშიც პირველი ტაროლოგის სახელითაა ცნობილი. მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ მაღალი და დაბალი არკანების მნიშვნელობები ყველასათვის გასაგებ ენაზე გადათარგმნა და გაავრცელა. ასევე სოწრედ მას მიაწერენ გაშლის დროს კარტების განლაგების გამოგონებას.

ასევე გირჩევთ: დასტებიტაროს მაგია; ტაროს მედიტაციარჩევები

არომაჩხირები

არომაჩხირების და საკმევლის გამოყენება ცნობილია უძველესი დროიდან, მათი მეშვეობით აშინებდნენ ავ სულებს, წმენდნენ სახლებსა და ტაძრებს, მიმართავდნენ ღვთაებებს, ხალხურ მედიცინაში კურნავდნენ სხვადასხვა დაავადებებს (მაგრამ მე ამას ვემიჯნებით და არასოდეს გაგიწევთ რეკომენდაციას, სურნელოვანი ჩხირების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ). ბევრ რელიგიაში და ეზოთერულ სწავლებაში, არომაჩხირებს ძირითადად მედიტაციისთვის და ტრანსულ მდგომარეობაში შესვლისთვის იყენებენ, რადგანაც არომატებს შეუიძლიათ ატმოსფერო უფრო კომფორტული…

სეიჯი

სეიჯი – სულიერი ჰიგიენის სადარაჯოზე  როგორც ჩვენს სხეულს სჭირდება მოვლა: კვების, ვარჯიშის, ძილის, აბაზანების, კრემების, თავის მოვლის საშუალებების სახით, ისე ჩვენს სულსაც. ამას ალბათ ყველანი კარგად ვიაზრებთ, ვინც ამ გვერდზე ვიკრიბებით   ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებდნენ სივრცის გასაწმენდად, აურის აღსადგენად და დასაცავად. ჩვენმა წინაპრებმა ამ მცენარის ჯადოსნური ძალის შესახებ იცოდნენ. მის კვამლს შეუძლია გაწმინდოს სახლის,…

რა არის ვიკკა?

რა არის ვიკკა? ასევე გირჩევთ:წლის ბორბალი; რიტუალები ვიკკა — ბუნებაზე დაფუძნებული თანამედროვე წარმართული რელიგიაა. ყველა ვიკკანს განსხვავებული რიტუალები, პრაქტიკა და შეხედულებები აქვს, მაგრამ ძირითადად ერთ საწყისს ეთაყვანებიან — მზის ღმერთსა და მთვარის ქალღმერთს. აღნიშნავენ დღესასწაულებს, კითხულობენ შელოცვებს და სხვადასხვა ინგრედიენტების საშუალებით ატარებენ რიტუალებს. რა არის ვიკკა? ვიკკა ქრისტიანობამდე არსებული ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციაა, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მას…

ტაროს წარმოშობა

გაიცანით სხვა სტატიებს – ტაროლოგია ქართულად ტარო და მისი ისტორია ტაროს წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტაროს სისტემა ევროპაში 1379 წელს გამოჩნდა, ამის შესახებ ჩანაწერები და მტკიცებულება იმდროინდელ იტალიურ ხელნაწერებშია შემონახული. ხოლო მათი წარმოშობის შესახებ მრავალი მითი და ფანტაზია არსებობს. ამ თემაზე დაწერილი წიგნების უმეტესობაში გვიყვებიან ტაროს ეგვიპტურ წარმომავლობაზე, თითქოს და იმდროინდელი…

ლენორმანი

XVIII საუკუნის ბოლოს – XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ფრანგი ნათელმხილველი, მარია ანნა ადელაიდა ლენორმანი. მარია ლენორმანს უკავშირებენ განსაკუთრებულად საინტერესო სამკითხაო კარტის გამოგონებას, რომლითაც მაღალი ალბათობით შესაძლებელია მომავლის განსაზღვრა და არსებული მდგომარეობის ანალიზი.ლენორმანის “კლიენტებს” შორის იყვნენ ისეთი გავლენიანი ადამიანები, როგორც ნაპოლეონი და შვედეთის მომავალი მეფე, ბედრნადოტი. მარია ანნა ადელაიდა ლენორმანი დაიბადა 1772 წლის…

რაიდერ ვეიტი

არტურ ვეიტის ტაროს დასტა უკვე ას წელზე მეტია, რაც არსებობს.მიუხედავად იმისა, რომ მისი დიზაინი დიდწილად განსხვავდება სხვა, იქამდე არსებული დასტებისგან, მან შეძლო ძალიან სწრაფად მოეპოვებინა პოპულარობა და გავრცელდა მთელ ევროპაში.რაიდერის დასტა დღემდე მოთხოვნადია. განსაკუთრებით კი ახალბედა ტაროლოგებისთვის, რადგან მისი ნახატები ადვილად აღსაქმელი და მარტივია. ვეიტმა მთელი თავისი ცხოვრება მისტიკის, ოკულტისტურური მეცნიერებების და უძველესი მაგიური ცოდნის…

მაბონი

მაბონი – შემოდგომის დღესასწაულია, რომელიც მითოლოგიური გმირის სახელს ატარებს. ის – სინათლის შვილია, ქალღმერთ მოდრონის ვაჟი. მაბონი ახალგაზრდა ღმერთია, რომელიც მფარველობს ტყის ბინადრებს, ხალხისთვის კი თავისუფლება მოაქვს. ძალიან ცოტა მტკიცებულებაა იმისა, რომ მაბონს კელტურ ქვეყნებში აღნიშნავდნენ, ისტორიული მასალები თითქმის არ არსებობს, ტერმინი მაბონი არც ისე დიდი ხნის წინ, 1970-ან წლებში გაცნდა. ეს დღესასწაული წარმართობის რეკონსტრუქციის…

ლუგნასადი

ლუგნასადი, ლუნასა, ლამასი კელტურ მითოლოგიაში ღმერთ ლუგს დიდი ძალა და სტატუსი გააჩნდა. მან თავისი გარდაცვლილი დედობილის, ტუატას საპატვცემულოდ დღესასწაული დააარსა, აწყობდა თამაშებს, შეჯიბრებს და ცეკვებს, რითაც მისი დედობილის სულს ახალისებდა. ტუატა გარდაიცვალა პირველ აგვისტოს, მოსავლის აღებისა და ფერმის გასუფთავების შემდეგ.ლუგნასადს ან ლუნასას საზეიმოდ აღნიშავდნენ, აწყობდნენ გამოფენებს, თამაშებს, ანთებდნე კოცონს და მის გარშემო ცრიულად ცეკვავდნენ. დღესასწაული…

ლიტა

ლიტა – ზაფხულის ნაბუნიობის დღესასწაულია. ზაფხულის პიკი, ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა. ანთებდნენ კოცონს, მის გარშემო ცეკვავდნენ. მთელ დღეს გარეთ ატარებდნენ, მზის ღმერთს პატივს მიაგებდნენ და წყალობას თხოვდნენ. ზოგიერთ ტრადიციაში ლიტა გამოხატავდა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლას. ამ ბრძოლაში მუხების მეფე და ბაძგის მეფე ერთმანეთს უპირისპირდებიან. ისინი ყოველ ნაბუნიობაზე ებრძოლებიან…

ბელტეინი

ბელტეინი (ბელტაინი, ბელტანე ან ბიალტეინი) – ზაფხულის დასაწყისის დღესასწაულია, ტრადიციულად აღინიშნება 1 მაისს. ასევე მაისის სახელწოდება ირლანდიურ, შოტლანდიურ და სხვა გელურ ენებზე.ბელტეინს ვიკკანები და პაგანები აღნიშნავენ. ძველირლანდიურ ენაზე “tene” – “ცეცხლი”, “bel-“, შესაძლოა ნიშნავდეს “მნათობს” და უკავშირდება კელტურ ღმერთებს ბელენას (ბელა) და ბელისამს, და ამრიგად დღესასწაულის სახელი შეიძლება ითარგმნის როგორც “მნათობი ცეცხლი” ან “ბელას ცეცხლი”.…

Something went wrong. Please refresh the page and/or try again.


Подписаться на блог

Получайте новое содержимое прямо на почту.